მაია რჩეულიშვილის ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამის დოკუმენტაციას ჩაფიძის კლინიკიდან მისი ადვოკატი დღეს გამოითხოვს, რის შემდეგაც ის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

ცენტრს პოინტის დამფუძნებელი, მაია რჩეულიშვილი, უკვე რამდენიმე დღეა, ჩაფიძის კლინიკაში საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

ადვოკატის თქმით, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

banner
წინა სტატიაშისაყოველთაო ჯანდაცვით ვცდილობთ, პენსიის სიმცირე დავაბალანსოთ – ზაზა ხუციშვილი
შემდეგი სტატიადამარტყა და შემდეგ იარაღი მომაბჯინა – ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს