სახელმწოფო დუმა დააჯილდოვებს მესაზღვრეებს, რომლებმაც უკრაინული გემები დააკავეს

რუსეთის დუმის უშიშროების კომიტეტმა უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების დაჯილდოვების შესახებ განკარგულება გასცა – მესაზღვრეებმა 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში უკრაინული გემები და მეზღვაურები დააკავეს.

მანანდე მესაზღვრეები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეაქო.
“ჩვენი მესაზღრვეები შეუდარებლად იქცეოდნენ, ისინი მამაცურად, ეფექტურად გაუმკლავდნენ ჩვენი საზღვრის დაცვის შესახებ ამოცანას, მათ დაიცვეს ყველა საერთაშორისო ნორმა და წესი” – დუმას წარმომადგენელმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა
ვოლოდინმა დააზუსტა, რომ 5 დეკემბერს უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევი წინადადებას კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.

უკრაინაში, ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენების გამო, საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შესვლა აეკრძალათ. დაკავებულ მესაზღვრეებს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნების ერთი წლის შემდეგ ჩატარებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაკატარი ოპეკიდან გადის, თუმცა, ბაზარს ეს არ აშინებს