ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნების ერთი წლის შემდეგ ჩატარებას მოითხოვს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ 6 თვის განმავლობაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. მისივე თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.

„საუკეთესო შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები შეიძლება, ჩატარდეს ერთი წლის შემდეგ. ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკური ძალა მეტ–ნაკლებად მოახერხებს მომზადებას, ამომრჩეველიც გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი იმ ფაქტსაც გამოეხმაურა, რომ შესაძლოა პრეზიდენტის ინაუგურაცია დედაქალაქში არ ჩატარდეს.

„საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი გახლავართ და არ მახსენდება შემთხვევა, პრეზიდენტის ინაუგურაცია არა დედაქალაქში, არამედ სხვაგან ტარდებოდეს. ეს იცით რისი ნიშანია? ინაუგურაციაზე საუბრის დაწყება იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულია და მთელი ის ბაქიბუქი, რომ „არჩევნები 2020 წელს ჩატარდება, ვის უნდა დაველაპარაკოთ“ და ა.შ. დიდი ბოდიში, ბატონო ხელისუფლების წარმომადგენლებო, მაგრამ თქვენი უტვინობით, მუდმივი ზრუნვით, რომ ხელისუფლება შეგენარჩუნებინათ და რეალური ოპოზიცია არ გაძლიერებულიყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ისე გააძლიერეთ, მოგვწონს თუ არა, მათ 800 000–მა კაცმა დაუჭირა მხარი. ეს პირადად ივანიშვილის და იმ გათავხედებული ახალგაზრდა პოლიტიკოსების დამსახურებაა, მართლა პოლიტიკოსები რომ ჰგონიათ თავი“, – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებულ დავით გორგოძეს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა
შემდეგი სტატიასახელმწოფო დუმა დააჯილდოვებს მესაზღვრეებს, რომლებმაც უკრაინული გემები დააკავეს