კატარი ოპეკიდან გადის, თუმცა, ბაზარს ეს არ აშინებს

კატარმა დააანონსა, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციიდან (ოპეკი) 2019 წლის 1 იანვარს გავა – ამის შესახებ კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად შერიდა აკ-ქააბმა დოჰაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ტექნიკურია. ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ კი ის ბუნებრივი აირის მოპოვებაზე გადაერთვება – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

“ჩვენ არ გვაქვს ნავთობის პოტენციალი და ამას ძალიან რეალისტურად ვუყურებთ. ჩვენი პოტენციალი გაზია” – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა გადაწყვეტილების ახსნისას.

კატარის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ნავთობ Brent-ის ფასმა მატება შეწყვიტა. Brent-ის ღირებულება დღეის მონაცემებით ბარელზე 62,09 დოლარია.

banner
წინა სტატიაშისახელმწოფო დუმა დააჯილდოვებს მესაზღვრეებს, რომლებმაც უკრაინული გემები დააკავეს
შემდეგი სტატიანიგერიის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ის არ მომკვდარა და ის არ შეუცვლიათ