სახელმწიფომ არაფერი გააკეთა სტუდენტების დაპირისპირების შესაჩერებლად

ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ სერგო რატიანის განცხადებით, ის, რაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, პირდაპირ ასახავს იმას, თუ რა ხდება „ქართულ ოცნებაში“ . ესაა შიდადაპირისპირებები, რომელსაც პროცესები ძალიან ცუდი გზით მიჰყავს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია. დღეს ივანიშვილის მიერ დაპირებული მე-4 საუკეთესო წელს ხდება ის, რომ თსუ გუშინ დაარბიეს, მისი ავტონომია შელახულია და სტუდენტებისა და პროფესორების უმრავლესობა დაუცველია.

შემფოთებელია, როცა რექტორი აცხდებს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციაში ოდეერი მუშაობს და მთელ პროცესებს ის მართავს. შემაშფოთებელია, როდესაც სტუდენტებს, რომლებსაც ოდეერის არსებობას აპროტესტებენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

სახელმწიფომ არაფერი გააკეთა სტუდენტების დაპირისპირების შესაჩერებლად.

ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უნივესტიტეტის ავტონომია იყოს დაცული, სტუდენტები იყვნენ დაცულები. დღეს თსუ- ში ხდება ის, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“ – შიდა დაპირისპირებები.“

banner
წინა სტატიაშიპასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძე: ხელისუფლების მოვალეობაა მკაფიო გზავნილი შეაგებოს კარასინის თავხედურ განცხადებას