სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 6, 2019 10:24

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა
საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის
შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის მოადგილეები: შენგელი ფიცხელაური, ალექსანდრე
ხოჯევანიშვილი და გიგა ნიკოლეიშვილი.
მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული
სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის შესაბამის
სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას და
სამომავლო გეგმებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და დიეგო კოლასმა მსოფლიოსა და
რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და ორი
ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 6, 2019 10:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics