ამბობენ, მაგარი ფილმიაო, სოლიდარობისთვის უნდა წავიდე, ყველა ბილეთი კი გაყიდულა, მაგრამ რაიმეს მოვახერხებ – გოცირიძე

ამბობენ, მაგარი ფილმიაო, სოლიდარობისთვის უნდა წავიდე, ყველა ბილეთი კი გაყიდულა, მაგრამ რაიმეს მოვახერხებ – წერს სოციალურ ქსელში, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

”დეკამერონს” 700 წლის წინათ კითხულობდა მაშინდელი საზოგადოება, ჩვენთან კი ბნელი, ფუნდამენტალისტი, ჰომოფობი ადამიანები ხვალ კინოჩვენების ჩაშლას აპირებენ. მთავრობაა დამნაშავე, როცა მოძალადეების წინააღმდეგ არ იყენებს კანონიერ ძალას. რესურსები არ გვყოფნისო. მიტინგების დასარბევად კი ჰყოფნით ყველანაირი რესურსი. ამბობენ, მაგარი ფილმიაო. სოლიდარობისათვის უნდა წავიდე. ყველა ბილეთი კი გაყიდულა, მაგრამ რაიმეს მოვახერხებ. გადამყიდველები აუცილებლად ჩნდება იქ, სადაც დეფიციტია. სულაც არაა ცუდი ეს. რეალ-ბარსელონას თამაშზეც იშოვი ბილეთს ერთი საათით ადრე, გააჩნია რა დაგიჯდება”-წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ საქართველოს უსაფრთხოების ძალების გაძლიერებას მხარს უჭერს – ელისაბედ რუდი