სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია ეუთო-ს ფართომასშტაბიან კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია ეუთოს ფარგლებში გამართულ ფართომასშტაბიან კონფერენციაში – „ეფექტური პარტნიორობა ტერორიზმის, ასევე ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“ მონაწილეობს. დელეგაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი ხელმძღვანელობს.
ღონისძიებას, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებიან. კონფერენცია ალბანეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გენტ ცაკაიმ გახსნა.
კონფერნციის მონაწილეებმა, ტერორიზმისა და ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმის, რადიკალიზაციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ასევე, არსებული გამოწვევების უკეთ დაძლევის მიზნით, კრიზისის დროს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა შესაბამის ინსტიტუტებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.
ეუთო-ს ყოვლისმომცველი მიდგომის შესაბამისად, სესიის ფარგლებში ხაზი გაესვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ზომების გამოყენების და ამავე დროს ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.
ეუთო-ს ფართომასშტაბიან კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და დღეს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი ოპოზიციის კონსოლიდაციაა, სჯობს, ენერგია ამისკენ მივმართოთ
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : არჩევნები თუ ჩატარდება მძიმე კანონდარღვევებით, ამას შესაბამისი რეაგირება ექნება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც