სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითობის
ფაქტზე, შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“-ს დამფუძნებელი და
დირექტორი – ნუგზარ ბ. დააკავეს, ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე შპს
„არგი ჯგუფი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი – გიორგი ხ. პასუხისგებაში
მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალაქ საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის
მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ
გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არგი-ჯგუფის“
დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა გიორგი ხ-მ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა
შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“, რომლის დირექტორი ნუგზარ ბ.
დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს. თავის მხრივ შპს ,,არგი
ჯგუფის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ხ-მ, რომელიც საგარეჯოს
მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი იყო
გაწეული სამუშაოს ხარისხსა და ვარგისიანობაზე, არაჯეროვნად შეასრულა
სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო,
სათანადოდ არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაოები და ნუგზარ ბ-ს დაუდასტურა
წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც, შპს ,,არგი
ჯგუფის“ მიერ სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა.
გამოძიება თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 220-ე
პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო
აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაგაერო-ს გენერალურმა მდივანმა სალომე ზურაბიშვილი მიიღო