სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია – “თავისუფალი დემოკრატები” პროკურატურას პასუხობენ

ე.წ. კაბელების საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობენ თავისუფალ დემოკრატებში. შალვა შავგულიძის განმარტებით, დაცვის მხარის მიერ საქმეზე ჩატარდა ორი კვალიფიციური ექსპერტიზა, საიდანაც აშკარად დასტურდება, რომ სილქნეტის მიერ გაკეთებული შემოთავაზება მომსახურების გაწევისთვის, რაც ოპტიკურ ბოჭკოვანი ხაზის გაყვანას გულისხმობდა, იყო ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო, ანუ, შავგულიძის თქმით, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ფაქტს ადგილი არ ქონია.

„ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ეს განაჩენი იყო წინასწარ გამზადებული და არგუმენტები, რომელიც პროკურატურას მოჰყავს, არის აბსურდული, ის 70 მოწმე, რომელზეც ისინი აპელირებენ, პრაქტიკულად ვერ ადასტურებენ ამ ადამიანების დანაშაულს, უფრო მეტიც, მათი ჩვენებები პრაქტიკულად კოპირებულია ერთმანეთისგან.“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ცოტა ხნის წინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც ახლავს ვიდე მასალა, სადაც დაფიქსირებულია მთავარი პროკურატურის პოზიცია ე.წ. კაბელების საქმეზე. საკითხი ეხება გამოძიების ვერსიას იმ ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა.

თავდაცვის სამინისტრო ხუთივე მაღალჩინოსანს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს გამოძიება 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.

banner
წინა სტატიაში,,ვაპირებთ სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შესაბამისი პრეპატარები ჩავიტანოთ, რომ ხეხილი და ნარგავები გადარჩეს”
შემდეგი სტატია“ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე მნიშვნელოვანი ზეწოლა ხორციელდება” – ვახუშტი მენაბდე