ე.წ. კაბელების საქმის გამამტყუნებელი განაჩენი შეაფასა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა ვახუშტი მენაბდემ. მისი თქმით, მოულოდნელი იყო სასამართლოს მიერ ასე სწრაფად გადაწყვეტილების გამოტანა.
“კაბელების საქმე, პროცედურული მიმდინარეობა, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად აჩვენებს იმას, რომ სასამართლოზე მნიშვნელოვანი ზეწოლა ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მოულოდნელი იყო სასამართლოს მიერ ასე სწრაფად გადაწყვეტილების გამოტანა“ – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.