სახელმწიფო ინსპექტორი არ ეთანხმება,რომ გამომძიებლის დაკავება ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გადაიწყვიტა

სახელმწიფო ინსპექტორი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საგამოძიებო უწყებამ გამომძიებლის დაკავება მხოლოდ ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტეს.

აღნიშნული განცხადება ლონდა თოლორაიამ პარლამენტში გააკეთა, სადაც 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

“ვერ დავეთანხმები, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, გამოძიება გრძელდება, ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი, დაკავებას სჭირდება თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირი, რომლის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ მოერიდება დაკავებას,”- განაცხადა თოლორაიამ.

banner
წინა სტატიაში15 წლის ბიჭის თვითმკვლელობა – შსს-ს შენობასთან მდუმარე აქცია გამართეს და ადგილზე მერხი მიიტანეს
შემდეგი სტატიაირინა აბულაძე მოზარდის გარდაცვალების საქმეზე-დავიწყეთ მუშაობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე