ირინა აბულაძე მოზარდის გარდაცვალების საქმეზე-დავიწყეთ მუშაობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე

დავიწყეთ მუშაობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რასაც დავალების შესაბამისად, უკვე ერთი კვირის ვადაში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მან 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა.

„მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, ნათესავებს. ჩვენთვის ეს არის ძალინ დიდი ტრაგედია და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რომ იმუშაოს პრევენციულ ღონისძიებებზე, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაიცა დავალება უწყებების მიმართ, რომ ერთი კვირის ვადაში შემუშავდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა იმისათვის, რომ ერთი მხრივ აღმოიფხვრას სისტემური ხარვეზები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მეორე მხრივ კი, მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. განათლების სამინისტრო და მისი ყველა სტრუქტურა მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჩვენც ველოდებით გამოძიების დასრულებას. თუმცა, ამ პერიოდში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რასაც უკვე ერთი კვირის ვადაში დავალების შესაბამისად წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

მისივე თქმით, ტრაგედიის თანამონაწილე და პასუხისმგებელი არის მთელი საზოგადოება, დაწყებული სკოლიდან, დასრულებული ნებისმიერი მოქალაქით, მედიით.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორი არ ეთანხმება,რომ გამომძიებლის დაკავება ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გადაიწყვიტა
შემდეგი სტატიაკლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს