სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დაკითხვის შემდეგ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ვარლამ ლორთქიფანიძემ განაცხადა, გამოძიების ფარგლებში ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

ლორთქიფანიძის განცხადებით, ის არჩევნებს ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბიდან“ აკვირდებოდა.

„მე ვაკვირდებოდი სამგორში არსებულ ერთ-ერთ უბანზე. დღეს იყო კითხვები, მაგალითად, ვიცნობდი თუ არა ივანე მერაბიშვილს, დიმიტრი შაშკინს, დევი ჭანკოტაძეს. მერაბიშვილს არ ვიცნობ, მაგრამ გამიგია და ვიცი, ვინც არის, ბატონ დევისთან ერთად მიბრძოლია კიდეც. მეკითხებოდბენ, რამე კანონსაწინააღმდეგო ხო არ მქონდა, ასევე ვინმესგან რამე დავალებას ხომ არ ვიღებდი და ზოგადად, მაგ დღეს რა იყო ჩვენი დავალება. ეს გამოძიება არის აბსურდი“, – განაცხადა ვარლამ ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძე სასამართლოში ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად იმყოფებოდა. მისმა უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია 315-ე მუხლით, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს.

დღეს სასამართლოში კიდევ რამდენიმე დამკვირვებლის გამოკითხვა იგეგმება.

banner
წინა სტატიაშინოდარ რუხაძის თქმით, მოსამართლემ სხდომიდან გამოაძევა
შემდეგი სტატიაცერცვაძე – ვთხოვ ყველას, ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, ნუ მიმართავთ მეზობლების ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო სტრუქტურებს