ცერცვაძე – ვთხოვ ყველას, ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, ნუ მიმართავთ მეზობლების ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო სტრუქტურებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახლაც კი, როცა გაზრდილია კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები, მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ ვირუსის არსებობის მაინც არ სჯერა.

ცერცვაძის თქმით, ხშირია სამედიცინო დაწესებულებისთვის დაგვიანებით მიმართვა, რაც გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი ხდება.

თენგიზ ცერცვაძე ყველას მიმართავს თხოვნით, ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ 112-ს ან ოჯახის ექიმს. აქვე, ცერცვაძე განმარტავს, რომ არსებობს სხვა ალტერნატიული ნომრებიც.

„ახლაც კი, როდესაც ამდენი შემთხვევაა და გარდაცვალების რაოდენობამ მოიმატა, მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ კოვიდინფექცია არსებობს, მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია ან რაღაცის მიზნით ხდება ამით მანიპულირება. ვაფრთხილებ, ეს მათთვის სასიკვდილოა. მივმართავ იმ პაციენტებს, მოსახლოების იმ ნაწილს, რომელმაც შეგნებულად არ მიმართა ექიმს და არ ჰქონია მიმართვის მცდელობა, თუ ჰქონდა მცდელობა და ჯანდაცვა ვერ მოემსახურა, ეს ჩვენი პასუხისგებლობაა, მაგრამ როცა არ მიმართავს ექიმს, ვიდრე უკიდურესად არ დამძიმდება და პირდაპირ სარეანიმაციო არ ხდება, ეს თვითონ მოსახლოების და პაციენტის პასუხისგებლობაა. მაგრამ ჩვენ არ ვყოფთ პასუხისგებლობას, ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები სავალალოდ მთავრდება. მივმართავ, ვთხოვ, მოვუწოდებ მოსახლეობას, ყველას, ვისაც ექნება რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი სიმპტომი, ცხელება, თუ ცხელების გარეშე, ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, მეზობლების ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამედიცინო სტრუქტურებს. თუ ვერ დაუკავშრიდებიან 112-ს, ოჯახის ექიმს, არსებობს ალტერნატიული ნომრები, სპეციალური საიტია შექმნილი, სადაც წერია სხვა ნომრები, როგორ დავუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების ეიქმებს, ონლაინ ექიმებს ან უკვე გამოჩნდნენ მოხალისე ექიმები, რომლებიც გვთავზობენ თავინთ ნომრებს, რათა დაუკავშირდნენ, იგივე კლინიკის ექიმებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, რომელმაც მედიას ალტერნატიული ტელეფონის ნომრები მიაწოდა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაერევანში გამოსვლები გრძელდება – პაშინიანს გადადგომისთვის ვადა შუაღამემდე მისცეს