სახელმწიფო დეპარტამენტი – მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გადაწყვეტილებებს ურთიერთობების სტაბილიზების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან

მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გადაწყვეტილებებს ურთიერთობების სტაბილიზების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან“, – განუცხადა „ამერიკის ხმის“ სპეციალურ კორესპონდენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კომენტარი საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის მხარის რეაქციაზე გაკეთდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის – სანქციების დაწესებას.

„ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია“, – განუცხადეს „ამერიკის ხმას“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.

banner
წინა სტატიაშიწითელი სახვევი ვაჟა-ფშაველას ბიუსტს-მიმართვა ევროსაბჭოს პრეზიდენტს
შემდეგი სტატია(Video) “ვიმოქმედე კონსტიტუციის ფარგლებში და გავეცი ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეცილური საშუალებები” – გიორგი გახარია