წითელი სახვევი ვაჟა-ფშაველას ბიუსტს-მიმართვა ევროსაბჭოს პრეზიდენტს

ბათუმში, ვაჟა- ფშაველას ბიუსტს თვალზე წითელი სახვევი გაუკეთეს. ვაშა-ფშაველას ბიუსტს წითელი სახვევი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფორუმზე მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, სიტყვის გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას ციტირება მოახდინა.

„ბატონო ტუსკი,

– საქართველოს მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას!

– ის სამ კვირაზე მეტია, უგულვებელყოფს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე!

– ის ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს, ასახიჩრებს ახალგაზრდებს და სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას!

– საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს საერთო ვაჟა-ფშაველასთან, შოთა რუსთაველთან, სხვა ქართველ, პოლონელ, ფრანგ, გერმანელ მწერლებთან, განმანათლებლებთან!

– საქართველოს მთავრობას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების!

გახარია უნდა გადადგეს!,“-წერენ აქცია პერფომანსის ორგანიზატორები.

banner
წინა სტატიაშიკლაუდია როთი – „იქნება სამართალდამცველების ქმედებების მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ შედეგებიც დადგება, მაგრამ უნდა იყოს მეტი გარანტია და არა კომპრომისი – ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის“
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი – მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გადაწყვეტილებებს ურთიერთობების სტაბილიზების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან