სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამებასა და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენციას დაიცავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს საპატრიარქოს გარდა სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენციასაც დაიცავს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
27 ნოემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებით დამტკიცებულ “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხაში” (დანართი №2) ცვლილება განხორციელდება, რომლის “ვ” ქვეპუნქტში, საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია დაემატება.
“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხის” (დანართი #2) “ვ” ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით, სდსს-ს მიერ დასაცავი ობიექტი მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოა.

banner
წინა სტატიაში“ამიტომ ვერიდები ხოლმე კომენტარებს და მიყვარს პირდაპირი ეთერი”
შემდეგი სტატიალევან ბოძაშვილი – ძნელია, დაეთანხმო სახელმწიფო მინისტრს