“ამიტომ ვერიდები ხოლმე კომენტარებს და მიყვარს პირდაპირი ეთერი”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნასთან დაკავშირებით, მისი ნათქვამი, კომენტარიდან ამოგლეჯილი იყო.

ზაქარეიშვილი აუცილებლად მიიჩნევს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა სახით წარმოგვიდგენია აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს შემადგენლობაში.

“ეს ფრაზა რაც იყო კომენტარიდან, აშკარად ამოგლეჯილი ფრაზაა. ეს არის დიდი ციტატის ნაწილი, ამიტომ ვერიდები ხოლმე კომენტარებს და მიყვარს პირდაპირი ეთერი, რათა მკაფიოდ ჩამოვაყალიბო პოზიცია. იქ ვამბობდი, რომ საქართველოს არანაირი გამოცდილება არ გააჩნია საბჭოთა კავშირის შემდეგ ერთ სახელმწიფოში აფხაზეთთან ერთად ცხოვრების. ავხსენი კიდეც ტერმინი – პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივ სივრცეში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება შევიმუშაოთ ახალი, რადგან არ გვინდა საბჭოთა კავშირი და ყველამ დავივიწყეთ. რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია მსოფლიოსთვის. საქართველომ უნდა შევიმუშაოთ რაღაც სისტემა, სადაც აფხაზებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ. სახელმწიფოს კედლები გვაქვს, მაგრამ ოთახების მოწყობა არ გვაქვს, ოთახების კი არა, სართულების განლაგებაც კი არ გვაქვს მოწყობილი”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჩართვისას.

შეგახსენებთ, შერგიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ერთ-ერთ კონფერენციაზე განაცხადა, რომ “აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა“. აღნიშნული ფრაზის გამო მინისტრი ოპონენტებმა გააკრიტიკეს და მის განცხადებას სახიფათო უწოდეს.

banner
წინა სტატიაში“დემოკრატიული მოძრაობა” პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს
შემდეგი სტატიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამებასა და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენციას დაიცავს