“სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს, ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან”- ომბუდსმენი

სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან – განაცხადა სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით:

„იმ დროს, როდესაც სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს, ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან, საზოგადოებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი არ შევუწყოთ იმ ადამიანებს, ჯგუფებს, ვინც კადრების გავრცელების უკან დგანან, რომ ეს კადრები გავრცელდეს და ადამიანები იყვნენ ტერორში. დღესაც პროკურატურასთან გვაქვს შეკითხვები პირადი ცხოვრების კადრების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც წლების წინ გავრცელებულ კადრებს ეხება, სადაც დაუდგენელია ვინ ატვირთა, ვინ არის ინიციატორი კადრების ატვირთვის და გავრცელების, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მთავარ პროკურორსაც, როდესაც პარლამენტში მოხსენებით წარდგენა, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

banner
წინა სტატიაში“შსს და პროკურატურას 1 თვიან ვადას ვაძლევ”- ბესელია ფარულ კადრებზე
შემდეგი სტატიამალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს