სახალხო დამცველთან მოქმედ მედიკოსთა ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციას დღეს ჩამოაყალიბებენ

საქართველოს სახალხო დამცველთან მოქმედი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრის, კარდიოლოგ გიორგი კაჭარავას განცხადებით, მედიკოსების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციას დღეს ჩამოაყალიბებს.

„ამ ეტაპზე დამატებითს ვერაფერს გეტყვით, დღეს საღამოს კიდევ ვიკრიბებით და საბოლოო პიზიციას დაწერილი სახით ჩამოვაყალიბებთ“, – აღნიშნა გიორგი კაჭარავამ.

კითხვაზე, ფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, – კაჭარავა პასუხობს, რომ ამაზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

„რომ დავწერთ, იქ ნახავთ ამას. ყველაფერს დავწერთ დაწვრილებით. არ მინდა, რამე ვთქვა და განსხვავებული იყოს. თუ ვინმეს სხვა აზრი ექნება, იმასაც იტყვის, მაგრამ ჩვენ ასე შევთანხმდით ერთმანეთში. პაციენტის მდგომარეობა გადადის მძიმე სტადიაში და მეორე, ის ნამდვილად შიმშილობს – ეს არის, რაც პირველ ეტაპზე შეგვეძლო, გვეთქა. დანარჩენ შეფასებას საღამოს ვიტყვით, ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გუშინ იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიასუბარი: სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ძალიან უცნაური განცხადება გააკეთეს