სახალხო დამცველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართავს, თეა წულუკიანის მიერ ჩანაწერების გასაჯაროება შეისწავლოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2020 15:58

სახალხო დამცველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართავს, თეა წულუკიანის მიერ ჩანაწერების გასაჯაროება შეისწავლოს

მნიშვნელოვანი

  • სახალხო დამცველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართავს, თეა წულუკიანის მიერ ჩანაწერების გასაჯაროება შეისწავლოს

სხვა სტატიები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ომბუდსმენის ანგარიშის შესახებ პროკურატურაში დაწყებული მოკვლევის ფარგლებში საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლებს.

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, რა ფორმით მოხდება თანამშრომლობა, ამას ომბუდსმენის აპარატი მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტს.

„რა თქმა უნდა, თანამშრომლობას ვაპირებთ. კონკრეტულად რა ფორმით ან რა ინფორმაციას მივაწვდით, ეს არის ჯერ კიდევ ჩვენი მხრიდან მსჯელობის საგანი. ჩვენი ინტერესი არის ინფორმატორისა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად, ამ რისკების გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა დოზით შეგვიძლია შევიდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურასთან კომუნიკაციაში. თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვართ, თანამშრომლობისთვის. რაც არ დააზიანებს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებებს, იმ დოზით ვითანამშრომლებთ მათთან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

​ამასთან სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მის ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„მე ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რაზეც ამ ანგარიშში ვსაუბრობთ, ნამდვილად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. სხვათა შორის, ამ ანგარიშშიც ხვდება ონლაინ თამაშების კომპონენტი, როდესაც პატიმრები აღნიშნავენ, რომ ე.წ. „საერთოს“ შეგროვების დროს მათ ოჯახის წევრებს უხდებათ ფულადი თანხების დარიცხვა ონლაინ თამაშების და კაზინოების ანგარიშებზე. ეს სფერო არის არაგამჭირვალე და შესაძლებელია, აქ ბრუნავდეს ის ფული, რომელიც არის უკანონო“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ის მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რათა შეისწავლოს იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტი.

„ქალბატონმა წულუკიანმა კანონის დარღვევით გაასაჯაროვა ინფორმაცია, თან იმდაგვარად, რომ არ იყო დაფარული ჩემი წარმომადგენლის სახე. ეს გაასაჯაროვა ისეთ ვითარებაში, რომ არანაირი კანონდარღვევა ან სამართლადარღვევა ჩემი წარმომადგენლის მხრიდან იქ არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია თუ რა გახდა ამ ინფორმაციის შენახვის, და დაარქივების საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონმა წულუკიანმა დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა, როდესაც სრულიად უკანონოდ შეინახა და შემდეგ გაასაჯაროვა აღნიშნული კადრი. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს, რომ თავისი კომპენტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული ჩანაწერების უკანონო გასაჯაროება და გამოიყენოს მის ხელთ არსებული სანქცირების მექანიზმი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2020 15:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics