შოთა დიღმელაშვილი – გრიგოლ ვაშაძე ის კაცია, რომელიც აქციების დროს სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

დიღმელაშვილი თქმით, კარგია, რომ არსებობს ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც 21 ივნისს მოძრაობის მიერ წამოყენებული სამი მოთხოვნის შესახებ წერია.

„გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო. შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ. ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული სამი მოთხოვნა. პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით. ძალიან არასწორ ეგოს შეეხო“ ,- წერს შოთა დიღმელაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართავს, თეა წულუკიანის მიერ ჩანაწერების გასაჯაროება შეისწავლოს
შემდეგი სტატიანონა შონია: როგორ გვენანები მათე ბიჭო, ჯერ პატარა ხარ, მხოლოდ 18 წლისა…