საკადრო ცვლილებები და 2018 წლის ბიუჯეტი – დედაქალაქის მთავრობა დღეს პირველ სხდომას გამართავს

თბილისის ახალი მთავრობა დღეს პირველ სხდომას გამართავს. საკადრო ცვლილებები მერიის დაქვემდებარებულ სტურქტურებში ერთ-ერთი განსახილველი საკითხია, რომელიც ახალმა ვიცე მერმა უკვე დააანონსა.

დღესვე სავარაუდოდ, დასახელდება თემურ თორდინავას შემცვლელიც. ბაღების სააგენტოს ახალ უფროსად კახაბერ გვანცელაძე განიხილება, რომელიც ბოლო დრომდე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო კომპანიაში, არქიტექტურის სამსახურსა და ქონების მართვის სააგენტოში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

დედაქალაქის ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე მსჯელობა 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც იქნება.

banner
წინა სტატიაშიქართველთა დეპორტაციას პოროშენკოს დაცვის უფროსი ხელმძღვანებლობდა
შემდეგი სტატიაშსს-მ სამცხე-ჯავახეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 11 ფაქტი გამოავლინა