ქართველთა დეპორტაციას პოროშენკოს დაცვის უფროსი ხელმძღვანებლობდა

ქართველთა დეპორტაციას პოროშენკოს დაცვის უფროსი ხელმძღვანებლობდა
ქართველთა დეპორტაციას პოროშენკოს დაცვის უფროსი ხელმძღვანებლობდა

“მოტაცებული ქართველები სამი ვერტმფრენით კიევიდან ოდესაში გადაიყვანეს. ოპერაციას ხელმძღვანელობდა პირადად გელეტეი (რედ. – Валерій Вікторович Гелетей, უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი), რომელიც ჩვენმა მეომრებმა მაშინათვე იცვნეს…პისტოლეტის კონდახით სცემეს ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი. ოდესაში მათ დახვდა გენერალი კოსიკი (რედ.- Сергій Кoсік) და ბორანზე აიყვანა, სადაც მათ საქართველომდე 50 სპეცრაზმელი აცილებდა. ეს არის გენერალ გელეტეის ახალი “ბრწყინვალე” ოპერცია…ის, რომ პრეზიდენტის დაცვის უფროსი ქართველთა უკანონო დეპორტაციას ახორციელებს, იმის მანიშნებელია თუ როგორ ეშინია ჩემი პოროშენკოს. მას ეშინია, რადგან სხვებისგან განსხვავებით, მე ვერ შემაშინებს, ვერ მომისყიდის და პუტინის აგენტად ვერ გამომაცხადებს. მას ეშინია, რადგან მე მიყვარს უკრაინა მასზე მეტად და მისგან განსხვავებით არასდროს ვძარცვავდი მას…და კიდევ, მისგან გასხვავებით, მე მაქვს წარმატების ისტორია”,- წერს “ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტი, პარტია “рух нових сил”-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი, რომელთა შორის არის რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორი, თამაზ შავშიშვილი, საქართველოში ჩამოვიდა. ისინი საქართველოში ბორნით ჩამოიყვანეს, რომელიც ფოთის პორტში ორიოდე საათის წინ შევიდა.

banner
წინა სტატიაში“სპეცრაზმმა მომიპარა სახლიდან” – თამაზ შავშიშვილი
შემდეგი სტატიასაკადრო ცვლილებები და 2018 წლის ბიუჯეტი – დედაქალაქის მთავრობა დღეს პირველ სხდომას გამართავს