საინფორმაციო სამსახურების უფროსებს მე არ ვცვლი – ქიბარ ხალვაში

„საინფორმაციო სამსახურების უფროსებს მე არ ვცვლი,“ – ეს განცხადება „რუსთავი 2-ის“ მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა.

ხალვაშმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა შეხვედრა „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებთან და აღნიშნა, რომ წილებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

რაც შეეხება, საკადრო ცვლილებებს, ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ “რუსთავი 2-ში” საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეთავაზა თუ არა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დავით ნიკურაძეს, ხალვაშმა აღნიშნა, რომ „მე არ შემითავაზებია არავისთვის, დირექტორი სთავაზობს და მას ჰკითხეთ“.

ხალვაში ამბობს, რომ უცხოელ მედია მენეჯერს კვლავ ეძებს.

banner
წინა სტატიაშიაიკრძალოს საქართველოში პლასტმასის და რეზინის ტყვიების გამოყენება – ლაშა ჩხარტიშვილი ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან – დავით დვალი