ქიბარ ხალვაში არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან – დავით დვალი

ჩვენ ჯერ ამაზე პასუხს არ ვიტყვით, ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე ჩვენს ადვოკატთან ერთად და პასუხი იქნება დასაბუთებული – ასეთია “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის პასუხი ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე, რომ მასსა და და ჯარჯი აქიმიძეს 40% გადაუფორმოს.

დავით დვალი აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში არ არის მოვალე, რომ მათ რამე გადაუფორმოს, რადგან ის არხის 100%-ის მფლობელია. დვალი ამბობს, რომ ახლა ყველაფერი ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

„სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ერთი ადამიანის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული დღეს. სახელმწიფომ ქნა ყველაფერი, კონკრეტულად პროკურატურამ, რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ამ წუთას არ გვაქვს. შესაბამისად, ეს არის კეთილი ნება. დრო ბევრი გავიდა იმის შემდეგ, რაც გაჟღერდა სხვა ციფრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთლით, რომ ქიბარ ხალვაშს სრული უფლება აქვს, დაასახელოს ნებისმიერი ციფრი. ან საერთოდ არაფერი არ შემოგვთავაზოს. უბრალოდ ჩვენი სრული უფლებაა, მივიღოთ ან არ მივიღოთ.

ქიბარმაც დაადასტურა, რომ კმაყოფილება არ გვეხატა მაინც და მაინც. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, მაგრამ ყველაფერი დაიყვანება იმაზე კონტროლად ვისია. ამიტომ ჩვენი პასუხიც იქნება დაფუძნებული ამ ანალიზიდან გამომდინარე. უბრალოდ პასუხს მკაფიოს და ჩამოყალიბებულს ამ წუთას არ ვიძახით.

ქიბარი არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან, ქიბარი უდგება ამას, როგორც მეწარმეს და ძალიან ღელავს “რუსთავი 2-ის” ფინანსურ მდგომარეობაზე და ღელავს, რომ როგორმე კრიზისიდან გამოიყვანოს ტელევიზია,“ – განაცხადა დავით დვალმა და აღნიშნა, რომ მას ქიბარ ხალვაშთან ვერანაირი მოთხოვნა ვერ ექნება, რადგან არის კერძო პირი, რომელიც “რუსთავი 2-ის” 100% წილის მფლობელია.

შეხვედრა დავით დვალს, ჯარჯი აქიმიძესა და ქიბარ ხალვაშს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა განაცხადა მან დამფუძნებლებს შესთავაზა რუსთავი 2-ის 40% იანი წილი, თუმცა მათ აღფრთოვანება ვერ შეატყო.

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო სამსახურების უფროსებს მე არ ვცვლი – ქიბარ ხალვაში
შემდეგი სტატია„ჩვენ 40%-ს არ დავთანხმდებით” – ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე