საინფორმაციო ბრიფინგი ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებ სკენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

„28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების  წარმომადგენლებს შევახსენებთ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წესებს.  კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის  შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს საარჩევნო პროცესისათვის ხელისშეშლის გარეშე შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება. თუმცა აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ან ამომრჩეველთა  სამაგიდო სიის, ასევე ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ანმონაცემების ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც  კანონმდებლობის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ გადაიღონ კენჭისყრის პროცესი იმგვარად,რომ სტაციონარული ვიდეოგადამღები აპარატი დადგმული იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, რომელიც  ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ შესაძლებელი იყოს საარჩევნო ყუთის გადაღება.ამასთან, ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს უფლება აქვთ ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტო-ვიდეო გადაღება ერთხელ, გადაადგილების შეუზღუდავად, აწარმოონ არაუმეტეს 10 წუთისა.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. თუ მედიის წარმომადგენლებს ექნებათ სურვილი აწარმოონგადაღება 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ შემთხვევაში ვალდებულნიარიან დაიკავონ კენჭისყრის შენობაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.

„ასევე შეგახსენებთ, რომ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტისა თუ მედიის წარმომადგენლებს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათკენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე დააკვირდნენ ნებისმიერპროცედურას; მათ შორის, დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს უფლებამის: დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი, თბილისი 0131, საქართველო;ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: pr@cec.gov.ge; ტელ 2 51 00 51- 133
აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა  რეგისტრაციის, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტებისგაცემისა და მათი დამოწმების პროცესს.ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საარჩევნო კოდექსში  მიმდინარე წლის ივლისში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით,დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის გატანა, მისი ფოტო-ვიდეოგადაღება, ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის  მონაცემების დამუშავება (მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება,გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება, გარდა კანონმდებლობითგათვალისწინებული შემთხვევებისა“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
შემდეგი სტატია„კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას“