ადვოკატი – ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ი.ნ. ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ ადვოკატმა მაია გრიგოლიშვილმა გნაცხადა

დაკავებული სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობს და მას უკვე შეხვდა საზოგადოებრივი ადვოკატი.

მაია გრიგოლიშვილის თქმით, დაკავებულმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ი.ნ. უკვე გადმოიყვანეს თბილისში. წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ამ წუთებში ადვოკატი ხვდება.

ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, გორში გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიექიმის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიასაინფორმაციო ბრიფინგი ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ გაიმართა