საია პარტიებს – არ დაუშვათ კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას სამართალდამცავთა დანაშაულებზე

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საია განმარტავს, რომ 19 აპრილს მათ მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდეს, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისული წინადადებისთვის, თუმცა, განმარტავენ, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად:

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.

ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმარინა კალიურანდი – ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში უმაღლეს დონეზე იყო ჩართული
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – ამნისტიის ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომ ქვეყანას 20 ივნისი არ დაეკიდოს უმძიმეს ტვირთად