ანა ნაცვლიშვილი – ამნისტიის ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომ ქვეყანას 20 ივნისი არ დაეკიდოს უმძიმეს ტვირთად

შეთანხმება, რომელსაც ორი დღის წინ ხელი მოეწერა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით, არის საქართველოს მომავალი და ამ გზაზე უნდა ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ“, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

„ერთ დღეში და ერთ ღამეში ეს ვერ მოხდება და არ უნდა მოვატყუოთ არავინ, არც საკუთარი თავი და არც ამ ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის ის გზა, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს. ეს არის მთავარი საკითხები. დანარჩენი, ვინ რა კომენტარს გააკეთებს და ვის რა პოზიცია ექნება, ეს არის მათი პოზიცია, მე ვერ გავხდები სხვების მოსაზრებებზე კომენტატორი, ვინც უნდა იყოს ის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, „ლელოს“ მიზანია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

„ახლა ჩვენი ყველას ამოცანა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ამნისტიის ისეთი კანონი მივიღოთ, როგორც გირგვლიანის საქმე დაეკიდა წლების განმავლობაში უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ტვირთად, ასე არ დაეკიდოს მთელ პოლიტიკურ კლასსა და ქვეყანას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს 20 ივნისი“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაია პარტიებს – არ დაუშვათ კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას სამართალდამცავთა დანაშაულებზე
შემდეგი სტატიაავთანდილ ენუქიძემ და გელა მიქაძემ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს