საია – არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ელენე ხოშტარია, ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას

არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ელენე ხოშტარია, ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას, სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მივმართავთ ცესკო-ს, – აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 20:00 საათის მდგომარეობით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია ინფორმაციას ავრცელებს საია-ს დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების, ასევე იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღის მეორე ნახევარში საარჩევნო უბნებსა და მათ პერიმეტრებზე გამოვლინდა.

„საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ გლდანის 31-ე უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის („ვი პი ენ ჯორჯია“) დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ელენე ხოშტარია. ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას. საია ამ ფაქტზე რეაგირებისთვის, სტატუსის მოხსნის მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს“, – აცხადებენ საია-ში.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე გეგმავს, მხარდამჭერებთან ერთად შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ხელი შეუშალოს ხმის დათვლის პროცედურას
შემდეგი სტატიაკალაძე: ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს მეორე ვადით იყო დედაქალაქის მერი