საჰაერო თავდასხმისას გადარჩენილი სირიელი ბავშვის ძმა გარდაიცვალა

სირიის ქალაქ ალეპოში, 17 აგვისტოს განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგ, ნანგრევებში მოყოლილი 5 წლის ბიჭის, ომრანის უფროსი ძმა გარდაიცვალა.

9 წლის ალი დაკშინი, რომელიც საჰაერო თავდასხმას თავისი სახლის სავენტილაციო არხში ემალებოდა, თირკმლის და ღვიძლის დაზიანების გამო გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდომასალა, სადაც ნაჩვენები იყო, საჰაერო თავდასხმის შემდეგ შოკირებული და დასიხლიანებული ომრანის მდგომარეობა.

5 წლის ომრანის ისტორია, სირიაში ბავშვების ტრაგიკული მდგომარეობის სიმბოლოდ იქცა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პარტია ახალქალაქსა და ნინოწინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა
შემდეგი სტატიაიმედია, პეტრიაშვილი მომდევნო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ოქროდ გადაცვლის – ხეჩიკაშვილი