იმედია, პეტრიაშვილი მომდევნო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ოქროდ გადაცვლის – ხეჩიკაშვილი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გენო პეტრიაშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს.

ხეჩიკაშვილი იმედოვნებს, რომ მომავალ ოლიმპიადაზე სპორტსმენი უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.

“პეტრიაშვილი კარგად გამოვიდა, დამაჯერებელი იყო განსაკუთრებით ბრინჯაოს მედლისთვის მისი ბრძოლა. ახალგაზრდა ფალავანია, მისთვის ეს პირველი ოლიმპიადა იყო, ყველაფერი წინ აქვს. ის ითვლება ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ამ წონის კატეგორიაში, ამიტომ, იმედია, უკვე მომდევნო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ოქროდ გადაცვლის”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაჰაერო თავდასხმისას გადარჩენილი სირიელი ბავშვის ძმა გარდაიცვალა
შემდეგი სტატია,,დამპირდნენ, რომ ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან “