საგარეო უწყება – კიევში დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

კიევში დაკავებულ 119 არალეგალ მიგრანტს შორის ხუთი საქართველოს მოქალაქე იყო.

მათივე ცნობით, საქართველოს ხუთივე მოქალაქე ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს და მათ დეპორტაცია არ შეხებიათ. ხუთივე პირს განესაზღვრა ვადა, რათა დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

უკრაინაში 119 არალეგალის დაკავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიამ ქვეყნის ეროვნული პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგნობორც ცილია, არალეგალი მიგრანტები „ტროეშჩინას“ სახელით ცნობილ ბაზარში მუშაობდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაციის დროს პოლიციამ საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.

banner
წინა სტატიაშიკიევში 119 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალებების დაყოფა – აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება