ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა – აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

region
ავტ.: region აგვისტო 3, 2019 15:47

ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა – აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევასა და აგრესიულ ქცევას, სასამართლომ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული 15-დღიანი პატიმრობა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა გაუუქმა.

აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა რთული იქნება, ვინაიდან კანაფმაც კი რეგულარული მოხმარებისას შესაძლოა, ადამიანის აგრესია გამოიწვიოს. მისი თქმით, გაცილებით სწორი იქნებოდა თუკი ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს საპატიმროს ნაცვლად, სამკურნალოდ სარეაბილიტაციო ცენტრებში უშვებდნენ.

აკაკი ზოიძე ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრეა და ამ ინიციატივით მან პარლამენტს უკვე მიმართა.

„ასეთი გაყოფა, სპეციალისტებს შეგიძლიათ დაეკითხოთ, ძალიან რთული იქნება, მათ შორის, ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება, თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, მარიხუანას შემთხვევაში იმიტომ, რომ მარიხუანა, კანაფი, ასევე, გარკვეული რაოდენობით, სადღაც 10 პროცენტში რეგულარული მოხმარებისას ასევე იწვევს აგრესიას და ფსიქოზურ მოვლენებს. ასე, რომ ასეთი პრინციპით გაყოფა იქნება რთული, ჩემი აზრით, არასწორი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სწორედ არსი იმის, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენო პატიმრობის ნაცვლად, ზრუნვა გამოიყენო, არის სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ნარკოდამოკიდებულები არიან, ანუ სწრაფ მიჩვევას, რომელსაც ნარკოტიკი იწვევს, სწორედ იმ შემთხვევაში საზოგადოების ჯანდაცვის კუთხით გამართლებული, რომ ეს ადამიანები ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობის და პრევენციის მეშვეობით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ. ამის ნაცვლად, პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, იმაზე პრევენციის მიზნით მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა,“ – განაცხადა ზოიძემ

region
ავტ.: region აგვისტო 3, 2019 15:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics