საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მიიღეს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალში, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

მიხეილ ჯანელიძე მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ისაუბრებს მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, ასევე ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულებების – ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, დაცვის საკითხებზე და ამ მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე.

ასევე ყურადღებას გაამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

banner
წინა სტატიაშიმახათას მთაზე ასფალტბეტონის საფარი იგება
შემდეგი სტატიაქართული სახლი უცხოეთში