ქართული სახლი უცხოეთში

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა უცხოეთში ქართული სახლების შექმნის შესაძლებლობები. ამის შესახებ ,,თაიმერს” დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

შეხვედრაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო მინისტრმა წარმოუდგინა პროექტის – „ქართული სახლი უცხოეთში“ პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობით საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების, ეკონომიკური, ტურისტული, სასოფლო–სამეურნეო და სხვა მიმართულებების პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენას და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა აღნიშნულ პრეზენტაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და შეხედულებები წარმოადგინეს. გაიმართა დისკუსია და გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები თუ რა ფორმით არის შესაძლებელი პროექტის განხორციელება. საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა ერთხმად მოიწონეს ქართული სახლების იდეა და სამომავლო გეგმები დასახეს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მიიღეს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილმა მინისტრებს მეურნეობაში მიმდინარე პროექტები ადგილზე გააცნო