საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 8 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან, ამოღებულია ე.წ.ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“- ის ფირმის 7 120 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშინატოს 70 წლისთავთან დაკავშირებული სამიტი ლონდონში 3-4 დეკემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი ხდება