ნატოს 70 წლისთავთან დაკავშირებული სამიტი ლონდონში 3-4 დეკემბერს გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერთა სამიტი, რომელიც გაერთიანების შექმნის 70 წლისთავს შეეხება, ლონდონში 3 და 4 დეკემბერს გაიმართება – ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაავრცელა. “მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი 2019 წლის 3-4 დეკემბერს ლონდონში გაიმართება და ის ნატოს 70 წლისთავს მიეძღვნება. მოვლენასთან დაკავშირებით მომზადების საკითხები ქვეყნის პრემიერთან ტერეზა მეისთან განვიხილე და მადლობა გადავუხადე გაერთიანებულ სამეფოს ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით თანხმობის გამო” – სტოლტენბერგის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცახდებაშია ნათქვამი.

1949 წელს გაერთიანებული სამეფო ნატოს დამფუძნებელი 20 ქვეყნიდან ერთ-ერთი იყო. ლონდონში კი ალიანსის პირველი შტაბ-ბინა მოქმედებდა.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში პოპულარული მემარჯვენე კანდიდატი სექსულურ სკანდალში ეხვევა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 8 ფაქტი გამოავლინა