საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2017 11:14

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, ზუგდიდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში – 13 377 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 8 წლამდე ვადით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2017 11:14