ცესკო საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს 11 სექტემბერს განსაზღვრავს

21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს წილისყრით ვადებში – 11 სექტემბერს განსაზღვრავს.მას შემდეგ, რაც დღეს 18:00 საათზე უფლებამოსილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ არჩევნებში რიგითი ნომრის მოთხოვნის ვადა ამოიწურება, 19:00 საათზე გაიმართება ცესკოს სხდომა.საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა; თუმცა, ცესკო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ასევე არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წილისყრის პროცედურას და რიგითი ნომრების მინიჭებას კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი გასვიანის გაუფილტრავი ეთერი – „ფაბრიკა“ ახალ სეზონს იწყებს