საგამოძიებო სამსახურმა “NOKIA”-სა და “SAMSUNG”-ის მარკით ნიშანდებული ჩინური ტელეფონების რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
”საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ შპს „მაინფმა ზუმერის“ წარმომადგენლებმა, ჩინური წარმოების მობილურ ტელეფონებზე მოახდინეს დიდი ოდენობით NOKIA-ს და SAMSUNG-ის სასაქონლო ნიშნის კუსტარულად დატანა და შემდგომში მისი რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული საწარმოდან ამოღებულია 111 ერთეული NOKIA-ს და 219 ერთეული SAMSUNG-ის სახელით კუსტარულად ნიშანდებული ჩინური მობილური ტელეფონები.

გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია შემდგომში, ჩინური წარმოების ტელეფონებზე დასატანად გამზადებული APPLE-ის, SAMSUNG-ის, NOKIA-ს და HTC-ის სამარკო ნიშნები”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” თემურ ჭკუასელის კანდიდატურაზე უარი თქვა და უკან გაიწვია
შემდეგი სტატიასტოლტენბერგის ვიზიტი უმნიშნელოვანესი გზავნილია