“ოცნებამ” თემურ ჭკუასელის კანდიდატურაზე უარი თქვა და უკან გაიწვია

“ოცნებამ” ჩოხატაური-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი უკან გაიწვია.

როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, კანდიდატად ჭკუასელს ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, ლანჩხუთელი ნინო წილოსანი შეცვლის.

ის, რომ ჭკუასელის კანდიდატურაზე “ოცნება” საბოლოოდ უარს იტყოდა, “გურიის მოამბე” რამდენიმე კვირის წინ წერდა.

ამის შესახებ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა, კარგად ინფორმირებულმა წყარომ გვაცნობა. იგივე წყაროს ცნობით, ეს მესიჯი, გურიაში, კახი კალაძის გარემოცვის წევრმა, ილა კეჭაყმაძემ ჩამოიტანა.

მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, კეჭაყმაძეს გაუჭირდა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ხელისუფლების ჭკუასელის სასარგებლოდ მუშაობაზე დაყოლიება. მეტიც, ლანჩხუთის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ უარი განაცხადა სათავეში ჩადგომოდა თემურ ჭკუასელის საარჩევნო შტაბს.

როგორც წყარო ამბობდა წაგებულ თამაშში შესვლა და პასუხისმგებლობის აღება არავის სურდა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით,ლანჩხუთის ხელისუფლების სიმპატიები ლანჩხუთი ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის, აკაკი ჩხაიძის მხარეს იყო.

დღეს წყდება ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, არჩილ თალაკვაძის საკითხი, რომელიც ასევე შესაძლებელია რომ შეცვალონ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია ტარდება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა “NOKIA”-სა და “SAMSUNG”-ის მარკით ნიშანდებული ჩინური ტელეფონების რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა