საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა

news
ავტ.: news ივლისი 7, 2020 10:19

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში 21 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

news
ავტ.: news ივლისი 7, 2020 10:19