საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი პასუხისგებაში მისცა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 26, 2019 10:14

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა, არადეკლარირებული 163 ცალი მობილური ტელეფონი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოტანილი იქნა ჯამში 1 914 კგ არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 161 000 ლარის ღირებულების საქონელი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 26, 2019 10:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics