მამუკა ბახტაძე : ანაკლიის პროექტს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი

ანაკლიის პროექტს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი და რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას

„მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ თავადაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებად უნდა მოხდეს და მოხდება. მე ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო და ყველას მოვუწოდო, მეგობრებო, ნუ ცდილობთ, ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს. სწორედ იმ ადამიანების ინტერესშია, ვისაც არ სურს, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, რომ ამ ყველა თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტზე. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულების აღება, იქნებოდა ეს ინვესტიციების განხორციელება იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, იქნება ეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თუ ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : საქართველოში არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ, დაიწერონ პოლიტიკური ქულები