პოლიციამ საბურთალოზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.შ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ე.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და რვა საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ჩვენ გვყავს აშარი ხელისუფლება!
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი პასუხისგებაში მისცა