საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეწვივნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მცხეთა – მთიანეთის სამმართველოს თანამრომლებმა და მცხეთა – მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭართლის, მუგუდას, ბედონის, სეფესა და ქვეშეთის მრავალშვილიანი და სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს.
უწყების წარმომადგენლებმა და მხარის რწმუნებულმა თანამოქალაქეებს სურსათ – სანოვაგე გადასცეს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია მედიცინის მუშაკთა რეკომენდაციების, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესებისა და ქვეყანაში ვირუს კოვიდ 19-თან ბრძოლის შედეგების შესახებ.

banner
წინა სტატიაში79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს