საგამოძიებო კომისიის წევრები მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ.
დეპუტატები გლდანის საგამოძიებო იზოლატორში შესვლას 22 ივლისს გეგმავენ.
მირზა სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხოლო თენგიზ კალანდიას – დანაშაულის დაფარვის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ამასთან, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა 23 ივლისს გაიმართება. კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

banner
წინა სტატიაში,,პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მომავალი კვირას ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით, ამიტომ შეხვედრა ზომიერად ოპტიმისტური განწყობით დავტოვე”
შემდეგი სტატია,,გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთი მხრივ, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას უწყობს ხელს”